Sunday, 17 July 2016

მე-8 დღის რეფლექსია

დღეს შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ,ავტვირთეთ დრაივზე,ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება,სურათის ჩასმა.
გავასწორეთ პორტფოლიო,როველიც ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, 16 July 2016

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს წარვადგინეთ მოსწავლის სრულყოფილი ნამუშევარი, პრეზენტაცია, ვფიქრობ ,საინტერესოა, ვიმუშავეთ  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე,ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ  ვირტუალურ დისკზე, ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება.

მოსწავლის პრეზენტაცია

Friday, 15 July 2016

მე -6 დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს, ვიმუშავეთ POVERPOINT-ში, მოვიძიეთ ინფორმაცია, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშვარზე და საკუთარ ელ-ფოსტაზე გადავგზავნეთ.

Thursday, 14 July 2016

მე-5 დღის რეფლექსია

დღეს ნამდვილად არ იყო შემოქმედებითი მუშაობის დღე. გავწერეთპროექტში შფასების დროის ჩრჩო, ავირჩიეთ მეთოდები პროექტის სამივე ეტაპისთვის,ავღნიშნეთ, თუ რომელი მიზნის მიღწევაში დაგვეხმერება ეს მეთოდები.პროექტის შაბლონი გადავიტანეთ ვირტუალურ დისკზე და ვისწავლეთ დოკუმენტის ერთმანეთისთვის გაზიარება,რაც კარგი საშუალებაა თანამშრომლობისთვის.

Saturday, 9 July 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს სახალისო სამუშაოები გვქონდა , ძალიან მომეწონა სხვის ნამუშევრებზე გამოხმაურება, გავაკეთეთ კომენტარებიც, შევიმუშავეთ პროექტისთვის საკვანძო კითხვები,რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდაში. გავეცანით საკვანძო კითხვების შეფასების რუბრიკას და ვურჩიეთ ერთმანეთს, ძალიან გვეხმერება ტრენერი დავალების უკეთ შესრულებაში. მადლობა მას. 

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  • ზოგადი კითხვა
  •  ვინ არის გმირი და რა ცვლილებები განიცადა ამ ცნებამ?
  • თემატური შეკითხვები
           1. რა როლი ეკისრება ქალს თანამედროვე ცხოვრებაში?
  • 2.რა თვისებებს უნდა ფლობდეს თანამედროვე გმირი ქალი?
  • შინაარსობრივი  კითხვები
  • 1.ვინ არიან აკ,წერეთლის მოთხრობა ,, ბაში-აჩუკში"გმირი ქალები?
  • 2.დაასახელეთ,ვინ არიან თანამედროვე  ლიდერი ქალები?

Friday, 8 July 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი სამუშაო მეტად სააზროვნო იყო, თუმცა საინტერესო, დღეს ვიმუშავეთ სტანდარტთან,ამოვიწერეთ ის კრიტერიუმები ,რომელიც უნდა მიაღწიოს მოსწავლემ პროექტით სწავლებისას.
პროექტის შაბლონში გავწერეთ მიზნები,რომელმაც მოგვცა საშუალება პროექტის იდეა თანმიმდევრულად გაგვეწერა და უფრო კონკრეტული სახე მიგვეღო განსახორციელებელი  მიზნებისა.

სასწავლო პროექტის მიზნები


 მოსწავლეები შეძლებენ აკაკი წერეთლის მოთხრობა,, ბაში-აჩუკის" სიღრმისეულად შესწავლას, გამოკვეთენ ქალთა სახეებს, დაახასიათებენ და პარალელს გაავლებენ  დღევანდელობასთან, დაწერენ ესეს,,თავდადებული ქალები".
  მცირე ჯგუფებად დაყოფის შემდეგ მიეცემათ სხვადასხვა დავალებები: ჩაატარებენ გამოკითხვას მოსახლეობასთან  თემაზე :არიან თუ არა დღეს გმირი ქალები და რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდნენ ასეთი ქალები?, მოამზადებენ ინტერვიუს გენდერულ თანასწორობაზე, შეაგროვებენ მონაცემებს საქართველოს ისტორიაში ცნობილ გმირ ქალებზე, ასევე ქალებზე , რომლებმაც შცვალეს მსოფლიო,  ,,ამანათებად" ქცეულ გმირ ქალთა ცხოვრებაზე,მონაცემებს დაახარისხებენ და სლაიდებით  წარუდგენენ აუდიტორიას, მონაცემთა საფუძველზე გააკეთბენ დასკვნებს,თუ რითი განსხვავდება დღევანდელი ქალების გმირობა  მე-17 საუკუნის ქალების გმირობისაგან. დაამზადებენ ბუკლეტებს ,, მე ქალი ვარ, ძლიერი ქალი,ძლიერი სახელმწიფო.

Monday, 4 July 2016

პროექტის დასახელება ---- გმირი ქალები- ლიტერატურული ფანტაზია და ისტორიული მტკიცებულებები

 პროექტის შინაარსი
საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთში ქალები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ და მამაკაცებთან ერთად ისტორიის ჩარხის წაღმა შემობრუნებას ცდილობდნენ.
დღესდღეობით ბევრს საუბრობენ,   რომ ქალებმა ცხოვრების სადავეები ხელთიგდეს. მათ დაამტკიცეს,რომ დედობიდან გმირობამდე არც თუ დიდი მანძილია.ისტორიაში არაერთი ცნობილი  ქართველი ქალია,რომლებმაც დაამსხვრიეს მოსაზრება,რომ ქალი სუსტია და მხოლოდ ოჯახური, მსუბუქი სამუშაოების შესრულება შეუძლია.
ქართული ლიტერატურაც არაერთხელ გამოხმაურებია ქალთა თავდადებას,მათ გმირობას.
 მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან აკაკი წერეთლის  მოთხრობა,,ბაში-აჩუკს".
გამოკვეთენ  გმირ ქალებს , იმსჯელებენ მათ საერთო თვისებებზე. გაიმართება დისკუსია: არიან თუ არა დღეს, 21-ე საუკუნეში, გმირი ქალები და რა მოთხოვნებს უყენებს მათ ეპოქა. მოპოვებულ ინფორმაციას დაახარისხებენ, გამოიტანენ დასკვნებს ,თუ რა  იყო ძველად საჭირო  გმირობისთვის და რა უნდა გააკეთო დღეს გმირის სახელის მოსაპოვებლად.დაამზადებენ ბუკლეტებს: მე ქალი ვარ! ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფო.

Sunday, 3 July 2016

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი მოდული ძალიან საინტერესო იყო, შევქმენით ბლოგები,ვიმუშავეთ მის დიზაინზე, განვათავსეთ ჩვენი მოფიქრებული იდეები, ჩამოვტვირთეთ კურსისთვის საჭირო ინფორმაცია,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,სასწავლო პროექტის შაბლონი, რომელზეც გაიწერება ჩემი პროექტის გეგმა

პროექტის იდეა

            ვფიქრობ ,რომ საუკეთესო იდეის არჩევას დრო სჭირდება, ახლა თავში მიტრიალებს ნიკო ბაგრათიონის ცხოვრება და მოგვაწეობა , მისი ტყვეობა წმ. ელენეს კუნძულზე,სადაც ნაპოლეონ ბონაპარტეს მონუმენტი დგას.