Monday, 4 July 2016

პროექტის დასახელება ---- გმირი ქალები- ლიტერატურული ფანტაზია და ისტორიული მტკიცებულებები

 პროექტის შინაარსი
საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთში ქალები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ და მამაკაცებთან ერთად ისტორიის ჩარხის წაღმა შემობრუნებას ცდილობდნენ.
დღესდღეობით ბევრს საუბრობენ,   რომ ქალებმა ცხოვრების სადავეები ხელთიგდეს. მათ დაამტკიცეს,რომ დედობიდან გმირობამდე არც თუ დიდი მანძილია.ისტორიაში არაერთი ცნობილი  ქართველი ქალია,რომლებმაც დაამსხვრიეს მოსაზრება,რომ ქალი სუსტია და მხოლოდ ოჯახური, მსუბუქი სამუშაოების შესრულება შეუძლია.
ქართული ლიტერატურაც არაერთხელ გამოხმაურებია ქალთა თავდადებას,მათ გმირობას.
 მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან აკაკი წერეთლის  მოთხრობა,,ბაში-აჩუკს".
გამოკვეთენ  გმირ ქალებს , იმსჯელებენ მათ საერთო თვისებებზე. გაიმართება დისკუსია: არიან თუ არა დღეს, 21-ე საუკუნეში, გმირი ქალები და რა მოთხოვნებს უყენებს მათ ეპოქა. მოპოვებულ ინფორმაციას დაახარისხებენ, გამოიტანენ დასკვნებს ,თუ რა  იყო ძველად საჭირო  გმირობისთვის და რა უნდა გააკეთო დღეს გმირის სახელის მოსაპოვებლად.დაამზადებენ ბუკლეტებს: მე ქალი ვარ! ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფო.

No comments:

Post a Comment